მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტატისტიკა ექიმია, ის ქვეყანას დიაგნოზს უსვამს“ – საქსტატის დირექტორის მოადგილე

60c0db9486471
მარიამ იზორია
10.06.21 09:45
926
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გადაცემა „ქალების ნარატივში“ ქვეყანაში სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობასა და ამ პროცესის თანმხლებ სირთულეებზე საუბრობს.

როგორც ლიკა ძებისაური ამბობს, ციფრებთან და რიცხვებთან მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაც ახლავს თან.

„სტატისტიტიკა ქვეყნისთვის არის ექიმი - როდესაც ადამიანს რაიმე აწუხებს, ექიმთან მიდის, ექიმი მას ანალიზის გაკეთებას სთხოვს და შემდგომ ამ ანალიზის საფუძველზე მკურნალობას უნიშნავს, ასეა სტატისტიკაც - ქვეყანას დიაგნოზს სხვადასხვა მიმართულებით ვუსვამთ, ეს საფუძველია იმისთვის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღონ“, - აღნიშნა ლიკა ძებისაურმა.