მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ინფლაცია 7-წლიან მინიმუმამდე შემცირდა და 0.6% შეადგინა

64a275440e193
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.23 11:12
640
ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა - საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა. ინფლაციის კლება მთელ რიგ სამომხმარებლო ჯგუფებში ფასების შემცირებამ განაპირობა, ხოლო სურსათის ჯგუფში ფასები გასული წლის ანალოგიურია და ამ მხრივ ზრდა 0%-ია. 

ინფლაცია სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით:

სურსათი - ფასების მატება 0.02%; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ნაწარმი - ფასების მატება 0.5%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - ფასების მატება 0%; საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვა, გაზი, წყალი, ელექტროობა - ფასების მატება 0.46%; ავეჯი, საოჯახო ნივთები - ფასების მატება 0.26%;

განათლება - ფასების მატება 0.31%; სასტუმროები, კაფეები, რესტორნები - ფასების მატება 0.37%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ფასების მატება 0.89%.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6 პროცენტით, რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები