ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საქართველოს უმსხვილეს 10 სავაჭრო საქონელში შედის. მედიკამენტებს მთლიან იმპორტში 3,5%-იანი წილით, უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მეოთხე ადგილი, საექსპორტო საქონლის ათეულში კი 2.3%-იანი წილით მეცხრე ადგილი უკავიათ.
თურქეთის ბაზართან მიმართებით მედიკამენტების აღიარებითი იმპორტის რეჟიმის საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, BM.GE დაინტერესდა, სად და რა მოცულობის მედიკამენტებს ყიდულობდა საქართველო შარშან და რომელ ქვეყნებში ხდებოდა ქვეყნიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოდან მედიკამენტების შესაძენად 354.6 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2020 წლის იმპორტის ღირებულებას 12.6%-ით აღემატება. ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ მეზობელ თურქეთს მედიკამენტების იმპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს და იმპორტის ღირებულებით ის მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. TOP-10 საიმპორტო ბაზარი კი ასეთია:
1. გერმანია - 51.3 მლნ დოლარი, 771 ტონა;
2. თურქეთი - 46.4 მლნ დოლარი, 496 ტონა;
3. უნგრეთი - 36.9 მლნ დოლარი, 339 ტონა;
4. საფრანგეთი - 31.6 მლნ დოლარი, 124 ტონა;
5. უკრაინა - 21.2 მლნ დოლარი, 790.7 ტონა;
6. შვეიცარია - 19.7 მლნ დოლარი, 64.9 ტონა;
7. ინდოეთი - 15.5 მლნ დოლარი, 494 ტონა;
8. სლოვენია - 13.4 მლნ დოლარი, 153.7 ტონა;
9. გაერთიანებული სამეფო - 13.1 მლნ დოლარი, 26 ტონა;
10. რუსეთი - 12.8 მლნ დოლარი, 710 ტონა.
იმპორტიორი ქვეყნების რიგში არიან ესპანეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, კორეა, ლატვია, აშშ. ბელგია, ბელარუსი, ავსტრია, არგენტინა, უზბეკეთი, სომხეთი, დანია, ჩინეთი და ა.შ.
რაც შეეხება სამკურნალო საშუალებების ექსპორტს, 2020 წელთან შედარებით 2021 წელს წამლების ექსპორტი სულ რაღაც 0.1%-ით გაიზარდა და 99.1 მლნ დოლარი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულში კი შემდეგი ქვეყნებია:
1. უზბეკეთი - 46.4 მლნ დოლარი, 625 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 17.8 მლნ დოლარი, 540 ტონა;
3. სომხეთი - 8.5 მლნ დოლარი, 94.1 ტონა;
4. რუსეთი - 6 მლნ დოლარი, 22 ტონა;
5. ყირგიზეთი - 4.7 მლნ დოლარი, 38 ტონა;
6. ტაჯიკეთი - 2.8 მლნ დოლარი, 113.7 ტონა;
7. მოლდოვა - 1.8 მლნ დოლარი, 15.6 ტონა;
8. ირანი - 1.7 მლნ დოლარი, 14.6 ტონა;
9. ყაზახეთი - 1.5 მლნ დოლარი, 21.6 ტონა;
10. ერაყი - 1.5 მლნ დოლარი - 64 ტონა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ