მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$14 მლრდ-იან ბრუნვაში თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - რის ხარჯზე იზრდება ვაჭრობა?

სავაჭრო ბრუნვა

საქართველოს $14 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა 68.7% შეადგინა. საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი კი თურქეთი იყო.

მეზობელ ქვეყანასთან ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 943 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ექსპორტ-იმპორტის ჯამურ მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება.

სტატისტიკის მიხედვით, მთავარი სავაჭრო პარტნიორთან ექსპორტის კუთხით 2023 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში 7.5%-იანი კლება გვქონდა. შესაბამისად საქართველოდან თურქეთში სულ 299 მილიონ 325 ათასი დოლარის საქონელი გავიდა. ექსპორტის შემცირების მიუხედავად უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში თურქეთმა 7.3%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა.

თურქეთში საექსპორტო საქონლის TOP-5-ეული ასეთი იყო:

  • ელექტროენერგია - 84.7 მლნ დოლარი;
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 43 მლნ დოლარი;
  • ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - 25 მლნ დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 23 მლნ დოლარი;
  • ალუმინის ნარჩენები და ჯართი - 8.3 მლნ დოლარი.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იმპორტის მატების ხარჯზეა გაზრდილი. 9 მილიარდ 925 მილიონ დოლარიანი იმპორტში თურქეთს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში 16.6%-იანი წილით პირველი ადგილი უკავია.

იანვარ-აგვისტოს განმავლობაში თურქეთიდან იმპორტი 12%-ით გაიზარდა. შედეგად საქართველომ ამ ქვეყნიდან 1 მილიარდ 644 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა.

TOP-5 იმპორტირებული საქონელი:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 92.6 მლნ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 71.4 მლნ დოლარი;
  • შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 40.4 მლნ დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 40.4 მლნ დოლარი;
  • სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 30.8 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები