მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის მაჩვენებლებით წელს ალბათ 2019 წლის 25-30%-ს მივაღწევთ - თურნავა

61432e29173a8
ინგა მურუსიძე
16.09.21 15:53
446
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ვალუტის კურსის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი სხვებთან ერთად, ტურიზმიდან შემოსული თანხები იქნება. საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„გლობალური პანდემიის ფონზე ამ კუთხით პროგნოზირება რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტურიზმი უფრო მეტად გაჯანსაღდება, კურსის გამყარების მოლოდინის საფუძველს იძლევა. წელს ალბათ 2019 წლის 25-30%-ს მივაღწევთ, რაც ნიშნავს, რომ მეტი უცხოური ვალუტა შემოვა ამ არხიდან“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში ვარაუდობდა, რომ ტურიზმი 50%-მდე აღდგებოდა.

"ვფიქრობ, აღდგენა 30%-ზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50%-მდეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ,“ - აცხადებდა თურნავა მაისში.