მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხევადი გაზის მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია, სანავთობო ბიტუმის კი - აზერბაიჯანი - სტატისტიკა

63ca6c773e1fc
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.23 14:30
786
2022 წელს სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა - ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2022 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 121,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (117,5 ათასი ტონა) შედარებით 4,2 ათასი ტონით ანუ 3,6%-ით მეტია.

ამ პერიოდის განმავლობაში, სანავთობო ბიტუმის ყველაზე დიდი მოცულობა აზერბაიჯანიდან - 49,5 ათასი ტონა შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 40,7% იყო. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 32,1 ათასი ტონა (26,4%); ერაყი - 26,6 ათასი ტონა (21,9%); რუსეთი - 9,2 ათასი ტონა (7,5%); თურქმენეთი - 4,3 ათასი ტონა (3,5%) და სხვ.

რაც შეეხება გათხევადებული აირის (LPG) იმპორტს, 2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში 43,3 ათასი ტონა საქონელი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (36,6 ათასი ტონა) შედარებით 6,7 ათასი ტონით ანუ 18,3%-ით მეტია.

2022 წლის 12 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) 99,5% (43,1 ათასი ტონა) რუსეთიდან შემოვიდა.