მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვალის 60%-იან ნიშნულამდე შემცირება მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების უნდობლობა არ გაჩნდეს“

60effa85d55b2
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.21 13:28
620
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მშპ-სთან მიმართებით ბიუჯეტის დეფიციტისა და სამთავრობო ვალის მაღალი ნიშნულის შემცირება მნიშვნელოვანია, რათა ინვესტორებმა ქვეყნის მიმართ უნდობლობა არ დაკარგონ. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის შეცვლილი პარამეტრების წარდგენისას განაცხადა.

„გასულ წელს პანდემიიდან გამომდინარე წლის დასრულება მაღალი დეფიციტით მოგვიწია. ეს მშპ-სთან მიმართებით 9.3% იყო. ასევე წლევანდელი ბიუჯეტის დაგეგმვა, იქიდან გამომდინარე რომ პანდემიის გამო გარკვეული ხარჯების გაწევა აუცილებელი იყო, წელსაც ნაერთი ბიუჯეტი, რაც დავგეგმეთ 7.6% იყო. 2 წლის განმავლობაში მაღალი დეფიციტი, რა თქმა უნდა, ვალის მოცულობაზეც აისახა და მთავრობის ვალმა 60%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

ამ ორი პარამეტრის დაბრუნება, ერთი მხრივ 60%-იან და მეორე მხრივ 3%-იან ნიშნულზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ და ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის პოტენციალი გამოიყენოს და არ გაჩნდეს ქვეყნის მიმართ ინვესტორების უნდობლობა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.