მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი: დაფიქრდით მოგზაურობის საჭიროებაზე

60f696a9f31bf
ინგა მურუსიძე
20.07.21 13:34
624
თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე, - ამ რჩევით მიმართავს მოქალაქეებს, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე. მისი თქმით, თუ მოგზაურობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მოქალაქეები აუცილებლად უნდა აიცრან.

„წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ.

ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში, ეს არის ვაქცინა. მეორე - თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ.

უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს COVID-19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე“, - ნათქვამია ჯანმო-ს წარმომადგენლის ბლოგში, რომელსაც WHO-ს საქართველოს ოფისი ავრცელებს.