მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს მხოლოდ დასაწყისია" - ევროპაში უჩვეულო სიცხეა

64b6a3f44b140
მარიამ ვარადაშვილი
18.07.23 19:00
1995
მიმდინარე კვირაში ევროპაში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა კონტინენტის სამხრეთ ნაწილშია პროგნოზირებული.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში უკვე დაფიქსირდა უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, თუმცა როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, ეს მხოლოდ დასაწყისია და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

იტალიის ბევრ ქალაქში მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. განგაშის "წითელი დონე" რამდენიმე დღის წინ ქვეყნის 16 ქალაქში გამოცხადდა. მაგალითად, სარდინიაში სინოპტიკოსები 46 გრადუსს ტემპერატურას ელიან. ევროპაში რეკორდული სიცხე ორი წლის წინ სიცილიაში დაფიქსირდა, რა დროსაც ჰაერის ტემპერატურამ 48.8 გრადუსი შეადგინა.

ცნობისთვის, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ევროპაში არ არის. კვირის დასაწყისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოს ლიდერები კიდევ ერთხელ გააფრთხილა რომ “მოქმედების დროა” კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები