მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 აგვისტოს მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულებამ $20.6 მლნ შეადგინა

6107e2f4e5bbb
თამთა ჯიჯავაძე
02.08.21 21:00
779
მიმდინარე წლის 1 მაისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განხორციელდა 22.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.2 ათასი ტონით (46%), ხოლო ღირებულება - 7.2 მლნ აშშ დოლარით (53%) გაიზარდა.

ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთსა (14 726 ტონა) და სომხეთში (6 902 ტონა), ასევე, უკრაინაში (592 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).