მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელ მარტს გაიმართება სხდომა და ყველას შეუძლია იქ გამოთქვას მოსაზრება - შალვა პაპუაშვილი

6218831d12c0f
ინგა მურუსიძე
25.02.22 11:23
698
ოპოზიციის ინიციატივით და პრეზიდენტის მიერ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე, სადაც უკრაინის შესახებ უნდა ემსჯელათ, კენჭისყრის პროცედურაც კი არ გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატი დარბაზში არ იქნება, შესაბამისად, მისი გახსნის პროცედურა არ გაიმართება.

გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, 1-ელ მარტს გაიმართება საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა და ყველას შეუძლია იქ გამოთქვას თავისი მოსაზრება.

„სხდომა პოლიტიკური განცხადების ფორმატით გაიმართება, ყველას შეეძლება გამოხატოს თავისი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან მიმართებით“, - თქვა პაპუაშვილმა.

პარალელურად ბრიფინგი გამართა საპარლამენტო ოპოზიციამ. "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ სასესიო დარბაზი უნდა გაიხსნას და ყველა პროცედურა უნდა ჩატარდეს, ისევე როგორც სხდომა, რადგან დღევანდელი საკითხი ვიწროპარტიულ ინტერესებს არ ეხება.

საქმე ის არის, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ გუშინ პრეზიდენტს უკრაინასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა. დღის წესრიგით ორი საკითხი იყო გათვალისწინებული - პრემიერ-მინისტრის მოსმენა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება. პრეზიდენტმა სხდომის მოწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სხდომა არ გაიმართება.