მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ

აქცია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საქმე ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლა მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ. შენობაში ვერ შევა ვერც ონლაინ მედიის და ვერც რადიოს ჟურნალისტი.

"პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლები არ შეგვიშვან შენობაში. ყველა ჟურნალისტი საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომელი პლატფორმის წარმომადგენელია, არის შეურაცხყოფილი ამ გადაწყვეტილების გამო. მსგავსი გადაწყვეტილება მედიის მიმართ არავის არასდროს მიუღია. ამის მიზეზი არის ის, რომ მცირე დისკომფორტიც კი არ შეექმნათ", - განაცხადა "პუბლიკას" რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა.

პარლამენტი "რუსული კანონის" განხილვას დღეს იწყებს

პარლამენტში მხოლოდ ტელევიზიებს დაუშვებენ, დანარჩენ მედიას - არა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები