სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ შეიქმნა.
სააგენტოს ცნობით, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს; საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, bm.ge „ნადი გრუპის” ერთ-ერთ ხელმძღვანელს მერაბ ნადარაიას ესაუბრა, რომლის თქმით, ლოკოკინების პირველი პარტია იტალიაში ექსპორტზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გავა.
„უკვე გვყავს იტალიელი პარტნიორი - „მოლუსკების ინსტიტუტი“, რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმეთ და წლიურად 50 ტონამდე ლოკოკინას ხორცს გავიტანთ ექსპორტზე. პირველი პარტია - 20 ტონა ხორცი ნოემბრის ბოლოს გავა“, - ამბობს bm.ge-ისთან ნადარაია.
კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა მოლუსკების ფერმის შექმნა, „ნადი გრუპის” ხელმძღვანელი გვიყვება, რომ საერთაშორისო ბაზარი შეისწავლეს და ნახეს, რომ მოლუსკებზე მოთხოვნა მზარდია.
„მოთხოვნის 40% დაუკმაყოფილებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმის გაკეთება და არჩევანი ლოკოკინებზე შევაჩერეთ. წლიურად 50 ტონამდე ხორცის წარმოება შეუძლია ჩვენს ფერმას. საექსპორტო ფასი, რაზეც პარტნიორთან შეთანხმებულები ვართ, 1 კილოგრამზე 3 ევროა“, - ამბობს ნადარია.
ცნობისთვის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, დავით ფარცვანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლოკოკინების ფერმა რამდენიმე დღის წინ მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ