1-ლი სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის ფარგლებში, ჯამში 20-მდე კომპანია შემოწმდა, საიდანაც 4 კომპანიაზე საქმიანობის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა, ხოლო 16 კომპანიას წერილობითი გაფრთხილება არსებული საფრთხის გამოსწორების მიზნით მიეცა. ამის შესახებ BM.GE-ს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.
როგორც ფერაძე აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული 20 კომპანიიდან სხვა სუბიექტებთან ერთად ძირითადად სამშენებლო (ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა) სექტორის წარმომადგენლები არიან.
„1-ლი სექტემბრიდან შრომის ინსპექციას უპირობო შემოწმების მანდატი მიეცა. მას შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს კომპანიები. თუ 1 სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, 1 სექტემბრიდან შეიცვალა ის, რომ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობა ხდება.
წელს 700-ზე მეტი კომპანია გვაქვს შემოწმებული და ყველას გადამოწმების გონივრული ვადა ჯერ არ გასულა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საბოლოო შედეგი გამოკვეთილი არ არის“ - განაცხადა ფერაძემ.
ცნობისთვის: 2019 წლის პირველ სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებულ კომპანიაზე გავრცელდა. შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმების შედეგად, კომპანია პირველ ეტაპზე გაფრთხილებას იღებს, ხოლო თუ ის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი დაჯარიმება.
ჯარიმის ოდენობა 100 ლარიდან 50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ის დარღვევის სიმძიმით და კომპანიის ბრუნვის მიხედვით განისაზღვრება. საბოლოო მესამე საკითხი შეჩერების მექანიზმია, კერძოდ მისი ამოქმედება ხდება მაშინ, როდესაც კომპანია შემოწმდება და ჩანს, რომ შეუსაბამობა კრიტიკულია (ადამიანის სიცოცხლეს და საფრთხეს მყისიერად შეიძლება მიადგეს საფრთხე).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას