მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - თანხას EBRD გამოყოფს

5f33aa178bb38
ლევან თაღიაშვილი
12.08.20 12:44
1159
„წლის ბოლომდე 10 მეტროსადგურზე რეკონსტრუქციისთვის საჭირო ტენდერი გამოცხადდება“ - ამის შესახებ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და საჭირო რესურსებს საერთაშორისო საფინანსო ინსტუტი გამოყოფს.

მერმა ყველა მეტროსადგური დაასახელა და თქვა, რომ მათი მდგომარეობა სახარბიელო არაა და რეკონსტრუქციაა საჭირო.


"ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა EBRD-თან, მივაღწიეთ შეთანხმებას და 10 მეტროსადგურის: გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, რუსთაველი, ისანი, წერეთლის გამზირისა და ნაძალადევის რეკონსტრუქცია მოხდება, ამისთვის თანხას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ გამოგვიყოფს. სადგურების მდგომარეობა არაა სახარბიელო და საჭიროებს განახლებას. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის გვექნება პროექტები და შევძლებთ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები