მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 მლნ ლარის ინვესტიცია გუდაურში – Best Western Gudauri სტუმრების მისაღებად ემზადება

5dfc78f420e40
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.19 19:10
1651
გუდაურში, ახალი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Best Western Gudauri პირველ დამსვენებელს 31 დეკემბერს მიიღებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროს დამფუძნებელმა გიორგი კვიწინაშვილმა განაცხადა, ერთი დღით სასტუმროში განთავსება 70-დან 150 აშშ დოლარამდე ეღირება.

"სასტუმროში 10 მლნ ლარის ინვესტიცია ჩავდეთ. სასტუმრო 63–ნომრიანია, ხოლო რესტორანი 250 ადამიანზეა გათვლილი. სულ 50 ადამიანი დასაქმდება. პირველი სტუმრების მიღებას ახალი წლისთვის, 31 დეკემბერს ვგეგმავთ", - უთხრა BM.GE-ს გიორგი კვიწინაშვილმა.