მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 დღე მასშტაბური საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოში

640eda17de92c
BM.GE
13.03.23 18:20
1120
ევრო 2023! უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.

კოკა-კოლა და ფეხბურთი არ არსებობენ ერთმანეთის გარეშე. როდესაც მთელი მსოფლიოა ჩართულია საუკეთესო საფეხბურთო ნაკრების გამოკვლევის პერეპეტიებში, კოკა-კოლა გულშემატკივრებს ამხნევებს და არანაკლებ მომზიდველ სანახაობას თავაზობს. ასე მოხდება წელსაც საქართველოში!

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 13 მარტიდან ჩემპიონატის ბილეთების რეალიზაცია აბონემენტების ფორმატში დაიწყება. პარალელურად ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ღონისძიებები გაიმართება და უკუთვლის საათები ჩაირთვება.

ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდება. თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.

ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დინამო არენაზე გაიმართება.

დღეიდან გულშემატკივრებს ჩემპიონატზე დასასწრები აბონემენტების შეძენა TKT.GE-ზე სპეციალური ლინკის საშუალებით შეუძლიათ: www.under21tickets.ge

თბილისი, პაიჭაძის სტადიონი - საქართველოს ნაკრების სამი მატჩი ჯგუფურ ეტაპზე
A ჯგუფი
21 ივნისი - საქართველო-პორტუგალია
24 ივნისი - საქართველო-ბელგია
27 ივნისი - ნიდერლანდები-საქართველო

თბილისი, მესხის სტადიონი - ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და მეოთხედფინალური ეტაპის ერთი შეხვედრა
A ჯგუფი
21 ივნისი - ბელგია-ნიდერლანდები
24 ივნისი - პორტუგალია-ნიდერლანდები
27 ივნისი - პორტუგალია-ბელგია
1 ივლისი - მეოთხეფინალური მატჩი A1-2C

ქუთაისი, შენგელიას სტადიონი - ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და მეოთხედფინალური ეტაპის ერთი შეხვედრა.
22 ივნისი - გერმანია-ისრაელი
25 ივნისი - ინგლისი-ისრაელი
28 ივნისი - ისრაელი-ჩეხეთო
2 ივლისი - მეოთხედფინალური მატჩი 1C-2A

ბათუმი, ბათუმი არენა - ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი
C ჯგუფი
22 ივნისი - ჩეხეთი-ინგლისი
25 ივნისი - ჩეხეთი-გერმანია
28 ივნისი - ინგლისი-გერმანია

ბილეთების კატეგორია და ფასები
I კატეგორია - თბილისი, პაიჭაძის სტადიონი/ბათუმი არენა
ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი - 35 ლარი
II კატეგორია - ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი - 25 ლარი
I კატეგორია - თბილისი, მესხის სტადიონი/ქუთაისი, შენგელიას სტადიონი
ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და ერთი მეოთხედფინალი - 50 ლარი
II კატეგორია - ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და ერთი მეოთხედფინალი - 35 ლარი
ნახევარფინალისა და ფინალური მატჩის ბილეთების რეალიზაცია მოგვიანებით დაიწყება.

(რ)