2022/23 ფისკალურ წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” რეკორდული რაოდენობის, 785 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ინგლისური პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია.
სეზონის დაწყებამდე “იუნაიტედმა” გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა “ადიდასთან” და ახალ მაისურის სპონსორ “Snapdragon-თან”, რაც დამატებით 200 მილიონ დოლარს შემოიტანს.
მიუხედავად ამხელა შემოსავლისა, მანჩესტერული კლუბის წლიური ბალანსი მაინც უარყოფითია და -35 მილიონს შეადგენს. ამის გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ გასულ სეზონში კლუბმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, გაცილებით დაბალ შემოსავლიან ევროპა ლიგის ტურნირზე იასპარეზა.
კლუბში ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო საუბრები სტრატეგიული ცვლილებების შესახებ, კერძოდ დიდი ხანია ადგილობრივი გულშემატკივარი ხელმძღვანელობის ცვლილებას ითხოვს. ახლახან ადგილობრივ გამოცემებში დაიწერა, რომ ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანი ჯიმ რეტკლიფი 1.5 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ კლუბის 25% შეძენას აპირებს.
საბოლოო ჯამში კი თავად გუნდის მფლობელი გლეიზერების ოჯახი “იუნაიტედის” უდიდესი ნაწილის გაყიდვას ჩემპიონთა ლიგაზე შეტანილი ცვლილებების ამოქმედებამდე არ აპირებს, რადგან ფიქრობენ, რომ ასე კლუბს გაცილებით ძვირ ფასში გაყიდიან.