მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა" 2024 წლის საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის გენერალური სპონსორი იქნება

კოკა კოლა ევრო 2024

უეფა ევრო 2024-ის გლობალური და მთავარი სპონსორი გამაგრილებელი სასმელი “კოკა-კოლა” იქნება. 1988 წლიდან მოყოლებული “კოკა-კოლა” ყველა საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატს ასპონსორებს.

მომავალ წელს კომპანიას ექნება ჩამოსხმის ექსკლუზიური უფლებები ათივე მასპინძელ სტადიონსა და ყველა ფანზონაში. მოედნებზე განთავსდება სასმლის გამოსახულებიანი LED განათებები და ის გამოყენებული იქნება სხვადასხვა ციფრულ აქტივობებშიც.

უეფას მარკეტინგის დირექტორის, გაი-ლორენ ეპშტეინის განცხადებით ორგანიზაცია მოხარულია, რომ უკვე 3 დეკადაზე მეტია, რაც “კოკა-კოლა” უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გულშემატკივრების გაერთიანებაში და სხვადასხვა ინოვაციური თუ დაუვიწყარი გამოცდილებით არ აძლევს მოწყენის საშუალებას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტურნირის გლობალური სპონსორები “კოკა კოლას” გარდა არიან: Adidas, Alipay, Atos, Engelbert Strauss, Hisense, Lidl და Vivo.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები