მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11-მა ყველის საწარმომ თავიანთი ნაწარმი ინფექციურ საავადმყოფოს გადასცა

5e8d90761b94e
BM.GE
08.04.20 12:47
1028
11-მა ყველის საწარმომ თავიანთი ნაწარმი ინფექციურ საავადმყოფოს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

"11-მა ქართული რძის ნიშნის მატარებელმა ყველის საწარმომ - მილკენი, წინწყარო+, ყველის ქოხი, შუამთა, ცივის ყველი, წიფორა სამცხე, ცეზარი, ხიზა, დისველი, თელეთი, თავიანთი ნაწარმი ჩააბარა ინფექციური დაავადებისა და შიდსის ცენტრს.

ათობით კილოგრამი ყველით უსასყიდლოდ მომარაგდა აბასთუმნის ფილტვის ცენტრი და სასტუმრო "შატო მერე", სადაც განთავსებული არიან კარანტინში მყოფი პაციენტები.

11-ვე საწარმო შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტის კავკასიის ალიანსების პროგრამის ბენეფიციარია"-ნათქვამია განცხადებაში.