მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ინფექციური საავადმყოფო მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას - "ანაგი"

ახალი ინფექციური საავდმყოფო

ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა. ინფექციური საავადმყოფოსთვის შეძენილი ახალი შენობის რემონტს და მისი აღჭურვის სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ანაგი" ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 24.8 მილიონი ლარია.

შესაბამისი ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან 2022 წლის მარტში გაფორმდა, ადგილზე კი სამუშაოები 14 თვეში, 2023 წლის 25 მაისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ ვადების გახანგრძლივებას ითხოვა. ამ ეტაპზე შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით ირკვევა, რომ კონტრაქტორს ვადა 2023 წლის 7 ივლისამდე გაუხანგრძლივდა.

როგორც "ანაგის" გენერალური დირექტორი BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ ამბობს, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ერთ-ერთი რთულია, თუმცა მისი თქმით, ადგილზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ინფექციური საავადმყოფო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება გახდება.

“თითოეულ სართულზე დამოუკიდებელი ჰაერ ცვლის სისტემებია თავისი შენობის ფუნქციიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს არის ინფექციური კლინიკა. იმისთვის, რომ მოხდეს ზონებში იზოლაცია და დაცვა, აუცილებელია დამოუკიდებელი როგორც ჰაერ ცვლის სისტემა, ისე გათბობა-გაგრილების სისტემა. ამ თვალსაზრისით და ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მასშტაბური შენობა და მხოლოდ 15 000 კვ.მ-ია. მაგრამ ფუნქციონალური დანიშნულებით ძალიან რთულია. რაც შეეხება თვითონ პროექტის მიმდინარეობას, საბედნიეროდ სირთულეები უკვე გადალახული გვაქვს, პრაქტიკულად დასრულების ეტაპზეა და ვფიქრობთ, რომ მარტისთვის ყველა დანადგარი და მოწყობილობა ტესტირების რეჟიმში დასრულებული იქნება და საავადმყოფო ეტაპობრივად შეძლებს ფუნქციონირების დაწყებას“, - ამბობს ირაკლი გოგოლიშვილი.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 13 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები