მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობაზე გაზრდილი მოთხოვნა კადრების დეფიციტს უფრო აქტუალურს ხდის - „ანაგი“ გამოსავლის 2 გზაზე

ანაგი

სამშენებლო კომპანია "ანაგის" გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი ამბობს, რომ სექტორისთვის მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია, რასაც მშენებლობაზე გაზრდილი მოთხოვნა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

როგორც მან BMG-სთან საუბრისას აღნიშნა, მოკლევადიან პერსპექტივაში ერთადერთი გამოსავალი უცხოელი მუშახელის გამოყენებაა.

„მთავარ გამოწვევად სპეციალისტების და კადრების ნაკლებობა რჩება. იქიდან გამომდინარე რომ ქვეყნის მასშტაბით მშენებლობაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, ეს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამ საკითხს. მოკლევადიან პერსპექტივაში გამოსავალს სხვა ქვეყნის სპეციალისტების მოწვევა წარმოადგენს, გრძელვადიანში - შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების გადამზადება და მომზადება“,- აღნიშნა ირაკლი გოგოლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები