მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1113 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა - შემოსავლების სამსახური

5ef3602f6e740
BM.GE
24.06.20 18:12
898
1113 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

11-24 ივნისს, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: "სადახლო საავტომობილო", "სარფი", "ლაგოდეხი", "ვალე", "წითელი ხიდი", "ნინოწმინდა", "მტკვარი", "ყაზბეგი", "კარწახი"’, "გუგუთი", "გარდაბანი", "სადახლო სარკინიგზო", "ბათუმის პორტი", "ბათუმის აეროპორტი", "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის", ასევე "კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოსა" და ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 1113 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.

კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 

მათივე ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.