მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი 2026 წლამდე აიკრძალა - ბრძანება

64a3f4ee3e5aa
შოთა ტყეშელაშვილი
04.07.23 15:00
1972
საქართველოდან ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტი 3 წლით, 2026 წლის 1 მაისამდე აიკრძალა - შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. მთავრობის განმარტებით, კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების შემცირება მოხდება. 

საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს, უწყების თანახმად, აკრძალულია შემდეგი დასახელებების საქონლის ექსპორტი:

A2030 − კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა;
B1130 − კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები;
16 08 01 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07-ისა)
16 08 07 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით.

ამასთანავე, აღნიშნული ცვლილება არ ეხება 2023 წლის 1 მაისამდე გაცემულ ნებართვებს.

წლების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი კატალიზატორი 2021 წელს გავიდა, რამაც 31 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 2020 წელი - 16.9 მილიონი დოლარის ექსპორტით.

საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

● 2015 - 92,122 კგ. ღირებულება 6,297,318 დოლარი;
● 2016 - 60,505 კგ. ღირებულება 3,594,713 დოლარი;
● 2017 - 61,579 კგ. ღირებულება 3,654,629 დოლარი;
● 2018 - 89,672 კგ. ღირებულება 7,291,708 დოლარი;
● 2019 - 111,190 კგ. ღირებულება 11,709,724 დოლარი;
● 2020 - 86,999 კგ. ღირებულება 16,794,165 დოლარი;
● 2021 - 122,092 კგ. ღირებულება 31,082,823 დოლარი;
● 2022 - 67,790 კგ. ღირებულება 15,986,269 დოლარი.

კატალიზატორების ძირითადი წყარო ქვეყანაში შემოსული მეორადი ავტომობილებია, რომლებსაც მეპატრონეები/რეალიზატორები დამატებითი შემოსავლების მისაღებად კატალიზატორებს ხსნიან. კატალიზური კონვერტერების ღირებულებას მასში შემავალი ფერადი ლითონები განაპირობებს, მათ შორის არის პალადიუმი, როდიუმი და პლატინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები