მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ქვეყანაში Facebook-ის მომხმარებელს რუსების მიმართ ძალადობის ენის შემცველი პოსტების გამოქვეყნების ნება დართეს, სიაშია საქართვეელოც - Reuters

622aae0f43389
თელარა გელანტია
11.03.22 06:00
2319
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებელს ზოგიერთ ქვეყანაში საშუალება ექნება, რუსეთისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის შემცველი მოწოდებები გამოაქვეყნოს.

კერძოდ, კომპანია Meta Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლისთვის დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ან ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას გამოხატავს.

Reuters-ის თანახმად, კომპანია Meta-ს პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სულ 12 ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, დროებით დავუშვით პოლიტიკური გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა "სიკვდილი რუს დამპყრობლებს", თუმცა ჩვენ არ ვუშვებთ ძალადობრივ მოწოდებებს რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ," - აცხადებენ კომპანიაში.