მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1300-ზე მეტი მედიკამენტი, რომელთა ფასებიც მთავრობამ დაარეგულირა - სია

63c44f6d79a65
BM.GE
15.01.23 23:02
3153

ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში მედიკამენტების ჯენერიკული დასახელებებია აღნიშნული. ჩამონათვალში მოხვდა ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა "ამოქსიცილინი", "ლოზარტანი", "ამიოდარონი", "აზითრომიცინი", "ბისოპროპოლი", "მეთფორმინი", "მეთილპრედნიზოლონი" და ა.შ. 

რეფერენტული საცალო ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან დაითვლება, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით. კერძოდ, თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – რეალიზატორს მისი მაქსიმუმ 40%-იანი ფასნამატით რეალიზაციის უფლება ექნება. 50-დან 100 ლარამდე რეფერენტული საბითუმო ფასის შემთხვევაში ფასნამატი 15%-ით განისაზღვრა, 100 ლარი ან მეტის შემთხვევაში კი ფასნამატი მხოლოდ 20 ლარი შეიძლება იყოს.

მუხლი 9. ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული საცალო ფასის დათვლის წესი

1. რეფერენტული საცალო ფასი ითვლება რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით, შემდეგი წესით:

ა) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება 40% დარიცხვა;
ბ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება 35% დარიცხვა;
გ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება 30% დარიცხვა;
დ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 20-დან 30 ლარამდეა – მას ემატება 25% დარიცხვა;
ე) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა – მას ემატება 20% დარიცხვა;
ვ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა – მას ემატება 15% დარიცხვა;
ზ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მხოლოდ 20 ლარი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები