მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-დან 24 წლამდე ასაკის მოქალაქებიდან ყოველი მეოთხე არც სწავლობს და არც მუშაობს - Galt & Taggart

5f2167798eb94
ინგა მურუსიძე
29.07.20 16:14
1124
"15-დან 24 წლამდე ასაკის მოქალაქეებიდან ყოველი მეოთხე არც სწავლობს და არც მუშაობს; ამასთან, დამწყებ პოზიციებზე ვაკანსიების, დაახლოებით, 60% არ მოითხოვს უმაღლეს განათლებას, ხოლო ჩვენი შეფასებით, დასაქმებულთა უმეტესობა დაბალპროდუქტიულ, დაბალანაზღაურებად სექტორებშია კონცენტრირებული", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც განათლების სექტორს ეხება.

კვლევის თანახმად, დასაქმებულთა მხოლოდ 13% მუშაობს საკუთარი პროფესიით. 

"უმაღლესი განათლება საქართველოში დასაქმების შანსს უმნიშვნელოდ ზრდის და სახელფასო დანამატს მცირედით აუმჯობესებს. დაბალი უკუგების მიზეზები კომპლექსურია: უმაღლესი განათლების სისტემა ჭარბი რაოდენობის კურსდამთავრებულებს აწვდის ეკონომიკას, სადაც მოთხოვნა მაღალია დაბალი კვალიფიკაციის მქონე, დაბალანაზღაურებად პერსონალზე.

სკოლისა და უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულები იღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებებს კარიერის დაგეგმვაში; ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ხდება საჭირო უნარების გამომუშავება. შედეგად, ქართველ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე მაღალია, მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა დასაქმებულების პროფესიებსა და დაკავებულ პოზიციებს შორის და მაღალია თვითდასაქმების დონე“, - ნათქვამია კვლევაში.