მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IBRD -ის მხარდაჭერით, ქარელში N1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციისთვის ₾ 5.4 მლნ დაიხარჯება

64303c9c0d8aa
ნინო ჩიბჩიური
07.04.23 20:35
1904
2025-2026 სასწავლო წლისთვის ქარელს თანამედროვე სტანდარტების მქონე კიდევ ერთი სკოლა შეემატება. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პირველი საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის ₾ 5.4 მლნ - ია გამოყოფილი.

ეს თანხა IBRD - ის დაფინანსებიდან გარკვეულ ნაწილს წარმოადგენს პროექტის ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) ფარგლებში.

სამუშაოებს შპს სამშენებლო ჯგუფი შეასრულებს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერის შედეგად შეარჩია. გამარჯვებულ კომპანიას ავანსის სახით, სახელშეკრულებო თანხის 4% ( 215 800 ლარი)  2023 წლის 4 აპრილს ჩაერიცხა.  



პროექტი მოიცავს, ქალაქ ქარელში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე N1 საჯარო სკოლის შენობის და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. გათვალისწინებულია შენობის გადაგეგმარება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება საორიენტაციოდ 588 მოსწავლის განთავსება სკოლაში, ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული, ჰიგიენური, საერთო დანიშნულების ოთახების გამოყოფა.



ყველა არსებული კედლები და იატაკები სრულად იქნება გასუფთავებული ძველი მოპირკეთებისგან და შეიცვლება ახლით პროექტის შესაბამისად. ასევე, შეცვლას ექვემდებარება შენობის ფასადის მოპირკეთების ელემენტები, გადახურვის ბურული და წყალარინებითი ელემენტები პროექტის შესაბამისად. პროექტით გათვალისწინებულია ლიფტის მშენებლობა შენობის გარე ფასადზე, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობას.

გათვალისწინებულია სკოლის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს განათების ბოძების, წყლის სოკოს, შემომფარგვლელი ღობის, გამწვანების, ჩარდახების, სპორტული მოედნის მოწყობას. ასევე, შეიცვლება ეზოში არსებული ასფალტის ბილიკები ახლით. დამონტაჟდება ბეტონის პანდუსები შშმ პირთათვის. პროექტით გათვალისწინებულია არსებული საქვაბე შენობის დემონტაჟი და ახალი საქვაბე შენობის აშენება, - წერია სატენდერო
დოკუმენტაციაში. 

5671 კვ.მ შენობა კომპლექსურია და შედგება ოთხი ფლიგელისაგან. ერთ-ერთი მათგანის მშენებლობის თარიღი უცნობია, დანარჩენი სამი კი აშენებულია 1981 წელს. სკოლა სეისმურად აქტიურ (8 მაგნიტუდის) ზონაში მდებარეობს. შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა 2021 წლის ოქტომბერში განხორციელდა. დასკვნის თანახმად, შენობა ექსპლოატაციისთვის ვარგისია - შენობის საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციების გამაგრების შემთხვევაში.  ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები