მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$16 მლნ ამერიკული ინვესტიციით გურიაში "ბახვი ჰესი" აშენდება

5ec64e277dc8b
ინგა მურუსიძე
21.05.20 13:00
2669

ამერიკული კომპანია ჩოხატაურში, ბახვი1-ის მცირე ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტი შესწავლის ეტაპიდან დაწყების ეტაპზე გადავიდეს.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოვიწონეთ ერთი კარგი ენერგეტიკული პროექტი. ეს არის ბახვი 1-ის მცირე ელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი სიმძლავრის. პროექტი განხორციელდება გურიაში, ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ქართული ენერგია, 20 ადამიანის მუდმივი სამუშაო ადგილი და პროექტი განხროციელდება აშშ-ის ინვესტიციებით. პროექტის განხორციელების ინიციატორია მსხვილი საინვესტიციო ფონდი „Cerberus Capital Management" და მისი აფილირებული კომპანია "Cerberus Frontier“, რომელიც საქართველოში ახორციელებს პროექტებს და ეს იქნება მისი მეხუთე პროექტი“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ბახვი ჰესის წლიური გამომუშავება 50 მგვტ/სთ იქნება, სავარაუდო ინვესტიცია კი - 16 მლნ აშშ დოლარი. ამჟამად, პროექტი კვლევის ეტაპზეა.