საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, წარმოებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედების ფაქტი დაადგინა.
ამის შესახებ bm.ge-ის კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, რომლის ინფორმაციით, მოკვლევის ფარგლებში მიღებული და დამუშავებული მასალების საფუძველზე დადასტურდა - „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ბათუმის რეგიონალური წარმომადგენლის მხრიდან, სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომპანია Caucasian Metals Terminal-თვის, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელება.
„მოკვლევის პროცესშივე ფაქტი მოპასუხე კომპანიამ დაადასტურა, რაც მათ მიერ თანამშრომლისათვის წერილობითი საყვედურის გამოცხადებაში გამოიხატა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება კომპანიის მაღალ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, თუმცა შიდა წესების არსებობა კომპანიას გარე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს”, - აცხადებენ სააგენტოში.
ამასთან, ეკონომიკურ აგენტებს შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირების, აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ დაევალა - უზრუნველყოს გავრცელებული ცნობების უარყოფა Caucasian Metals Terminal-ისათვის ოფიციალური წერილის გაგზავნის გზით. კერძოდ, აღნიშნული ქმედების თაობაზე ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიაწოდოს „სადაზღვევო კომპანია უნისონს“ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს - გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვეშ ი.
ცნობისთვის:კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს დაასრულა - 3 მოკვლევა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, ორში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა - 5 ბაზრის მონიტორინგი, მიმდინარეა - 3. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა - 1 თანხმობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა