მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 ევროპარლამენტარის რეზოლუციის პროექტი EU-ს ქვეყნებს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს

62a08a1554270
მარიამ ვარადაშვილი
08.06.22 15:40
2020

დღეს ევროპარლამენტში უნდა განიხილონ რეზულუციის პროექტი, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებაა. კერძოდ, პროექტში ავტორები, საბჭოს მოუწოდებენ განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი, რადგან სწორედ ის არის პერსონალურად პასუხისმგებელი მედიის თავისუფლებით კუთხით არსებულ მდგომარეობასა და რუსეთთან ბუნდოვან ურთერთობებზე. 

"შეშფოთებულები ვართ ივანიშვილის კრემლთან პერსონალური და ბიზნესკავშირების გამო, რაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას განსაზღვრავს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე”, - წერია ევროპის სახალხო პარტიის პროექტში. 

აქედან გამომდინარე, რეზოლუციის ავტორები ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

ამას გარდა, ევროპის სახალხო პარტიის [EPP] 20 წევრის რეზოლუციის პროექტი ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას. პროექტში არის მოწოდება ხელისუფლებისადმი “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პროექტის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა და მოუწოდებს ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს. 

პროექტში მოხვდა "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის" პროექტიც, რომლის გაჩერებითაც მთავრობამ დააზიანა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი.

რეზოლუციის პროექტს კენჭს ხვალ უყრიან.