მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 მაისიდან, თურქეთი 31 ქვეყნისთვის სამედიცინო ტურიზმს ხსნის - მათ შორისაა საქართველო

5ec008725f730
თელარა გელანტია
16.05.20 19:34
2811
20 მაისიდან, თურქეთი 31 ქვეყნისთვის სამედიცინო ტურიზმს ხსნის - მათ შორისაა საქართველო. ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

საქართველოს გარდა, საზღვრები იხსნება აზერბაიჯანის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, ყაზახეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების და ა.შ. ჯამში, 31 ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, თურქეთში ჩასულ პაციენტს არ შეიძლება თან ახლდეს 2-ზე მეტი პირი; ასევე, ყველამ უნდა გაიაროს კორონავირუსის ტესტი - ქვეყანაში მხოლოდ covid-უარყოფით მოქალაქეებს უშვებენ.

ამასთან, წინასწარ განსაზღვრული 31 ქვეყნის მოქალაქეებს უფლება ექნებათ, covid-19-ის ტესტი თურქეთში ჩასვლამდე 48 საათით ადრე გაიკეთონ და პასუხი საბაჟოზე წარმოადგინონ.