მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 მაისიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება

5ec0394d1aa96
თელარა გელანტია
16.05.20 23:01
2634
თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, 20 მაისიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება.

ამის შესახებ ჯანჯღავა facebook-გვერდზე წერს.

„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე, თურქეთის ჯანდცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს“, - წერს ქართველი დიპლომატი. 

20 მაისიდან, თურქეთი 31 ქვეყნისთვის სამედიცინო ტურიზმს ხსნის - მათ შორისაა საქართველო