მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 ლარის სუბსიდია 1 ჰა მიწაზე - მთავრობა ფერმერების დახმარებას იწყებს

5eba7733bbbdb
ინგა მურუსიძე
12.05.20 14:14
5527
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობამ ფერმერების დასახმარებლად პროგრამა შეიმუშავა, რომლის თანახმად, თითო ფერმერი სუბსიდირების სახით ერთ ჰა მიწაზე 200 ლარს მიიღებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა აგჩერდეს. ასევე, ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა ფერმერთა დასახმარებლად არსებული პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად.

თითოეული ფერმერი, რომელსაც მიწა აქვს დარეგისტრირებული, ერთ ჰექტარზე დახმარების სახით, 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც, მაგალითად, 10 ჰა მიწა გააჩნიათ, მიიღებენ დახმარების სახით სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით. ეს, რა თქმა უნდა, გადანაწილდება პროპორციულად მათზე, ვისაც ნაკლები ფართობი მიწა აქვს“, - განაცხადა გახარიამ.