მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკრედიტებაში პირველ ადგილს დეველოპმენტი იკავებს - რა სექტორებს აფინანსებენ ბანკები

მშენებლობა

საქართველოში ბიზნეს სესხებს შორის პირველ ადგილზე კვლავ უძრავი ქონების დეველოპმენტია. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ამ სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 4.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 66.2 მილიარდი ლარის 6.5%-ია.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წლიური ზრდა 22%-ია და პორტფელის ზომა ბოლო ერთ წელში 770 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

სექტორებს შორის მეორე პოზიციაზეა სერვისების სექტორი - 4 მილიარდი ლარით. ამ სექტორში კრედიტების ზომა წლიურად 27%-ით, ანუ 845 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 3.6 მილიარდი ლარით მესამე ადგილს უძრავი ქონების მენეჯმენტის სფერო იკავებს, სადაც დაკრედიტება ბოლო ერთ წელში 17%-ით, ანუ 524 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხები კი 3.46 მილიარდ ლარს აღწევს, ამ სექტორში სესხების მატება 7%-ია. ბევრად უფრო დაბალი - 2%-ის ზრდის ტემპი აქვს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს. პორტფელი ზრდის ნაცვლად პირიქით 15%-ით შემცირებულია მძიმე მრეწველობის სექტორში.

სექტორი სექტორის საკრედიტო პორტფელის ზომა პორტფელის ზრდა კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
უძრავი ქონების დეველოპმენტი 4.31 მილიარდი ლარი; 22%
სერვისი 4.01 მილიარდი ლარი; 27%
უძრავი ქონების მენეჯმენტი 3.58 მილიარდი ლარი; 17%
სოფლის მეურნეობის სექტორი 3.46 მილიარდი ლარი; 7%
სასტუმროები და ტურიზმი 3.27 მილიარდი ლარი; 2%
ენერგეტიკა 2.59 მილიარდი ლარი; 10%
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2.50 მილიარდი ლარი; 32%
ვაჭრობა (სხვა) 2.23 მილიარდი ლარი; 9%
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2.19 მილიარდი ლარი; 4%
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1.88 მილიარდი ლარი; 15%
ჯანდაცვა 1.41 მილიარდი ლარი; 10%
საფინანსო ინსტიტუტები 1.13 მილიარდი ლარი; 53%
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1.01 მილიარდი ლარი; 8%
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 930 მილიონი ლარი; 14%
წარმოება (სხვა) 909 მილიონი ლარი; 16%
მძიმე მრეწველობა 818 მილიონი ლარი; -15%
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 817 მილიონი ლარი; 68%
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 813 მილიონი ლარი; 33%
მათ შორის: ექსპორტიორები 703 მილიონი ლარი; -1%
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 695 მილიონი ლარი; 14%
სხვა 367 მილიონი ლარი; 30%
ავტომობილების დილერები 364 მილიონი ლარი; 41%
ტელეკომუნიკაცია 299 მილიონი ლარი; 30%
საბითუმო ლომბარდი 254 მილიონი ლარი; 20%
ფარმაცევტიკა 212 მილიონი ლარი; 23%
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 117 მილიონი ლარი; 153%
სახელმწიფო ორგანიზაციები 34 მილიონი ლარი; -52%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები