მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2015-2020 წლებში ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად 150 ადამიანი გარდაიცვალა - "თბილისი ენერჯი"

6076f8c032e11
ინგა მურუსიძე
14.04.21 18:31
594
2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, ადამიანების უყურადღებობით, დაუდევრობითა და ჩვენი სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების სრული უგულებელვყოფით გამოწვეული შემთხვევები, მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციასთან ერთად და სამწუხაროდ გარდაცვალების ფაქტებიც.

„გაზის დანადგარებისა და გაზგაყვანილობის არასწორი ექსპლუატაციისას განსაკუთრებით სახიფათოა ახლანდელი, გაზაფხულის პერიოდი.

კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე, კიდევ ერთხელ გვინდა მივცეთ რჩევები აბონენტებს, თუ რა წესები უნდა დაიცვან გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მიოხმარებისთვის.

გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ არასწორედ დამონტაჟებული დანადგარები ან თვითნებური გაზგაყვანილობა, სპეციალისტების რჩევების იგნორირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც“, - აცხადებენ კომპანიაში.

ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებთან და გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ხვალ, „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართება.