მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს განათლების სექტორმა 2 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო - GALT&TAGGART

5f20229763492
ინგა მურუსიძე
28.07.20 17:05
1165
"საქართველოს განათლების სექტორის შემოსავლებმა 2019 წელს 2 მლრდ ლარი (მშპ-ს 4.1%) შეადგინა, საიდანაც კერძო სექტორის წილი 0.5 მლრდ ლარია", - ნათქვამია საგანმანათლებლო სისტემის შესახებ GALT&TAGGART-ის კვლევაში. 

ამასთან, კვლევის თანახმად, კერძო განათლების სექტორის შემოსავლები და მომგებიანობის მაჩვენებლები მზარდია.

„სექტორის წმინდა მოგების მარჟამ 2018 წელს 20.4% შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება მთლიანი ბიზნეს სექტორის მომგებიანობის საშუალო მაჩვენებელს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე გასამმაგდა 2010-2019 წლებში მშპ-ის 3.6%-მდე, ეს ინდიკატორი დაბალია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც განათლების ხარჯები მშპ-ს 5%-ზე მეტია.

მთავრობა გეგმავს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯების მშპ-ს 6%-მდე ზრდას 2022 წლიდან, რაც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ჩვენი შეფასებით, განათლების სექტორი მაღალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება საშუალოვადიან პერიოდში, რასაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო დაფინანსების ზრდა და განათლების სერვისებზე მზარდი მოთხოვნა“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.