მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს შაქრის იმპორტი 13.6%-ით შემცირდა

5e39213d841ec
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.20 22:00
2485
2019 წელს შაქრის იმპორტი 13.6%-ით შემცირდა და იმპორტირებული 128 616 ტონა შაქრის ღირებულებამ 50.3 მლნ დოლარი შეადგინა.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 2017 წლიდან შაქრის იმპორტი კლების ტენდენციით ხასიათდება: 2017 წ. – 67.6 მლნ დოლარი; 2018წ. – 58.2 მლნ დოლარი; 2019წ. - 50.3 მლნ დოლარი.

2017-2018 წლებში მთავარ იმპორტიორ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, საიდანაც 2018 წელს 21.3 მლნ დოლარის ღირებულების შაქარი შევისყიდეთ. 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 76.2%-ით შემცირდა.

2019 წელს შაქრის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ 10 ასე გამოიყურება:

1. პოლონეთი - 15.2 მლნ დოლარი, 40 800 ტონა (2018 წ. - 19.9 მლნ დოლარი, 52 370 ტონა);
2. აზერბაიჯანი - 8.5 მლნ დოლარი, 20 258 ტონა (2018 წ. - 107.2 ათასი დოლარი, 135 ტონა);
3. რუსეთი - 7.4 მლნ დოლარი, 19 056 ტონა (2018 წ. – 83.8 ათასი დოლარი, 49.8 ტონა);
4. საფრანგეთი - 5.4 მლნ დოლარი, 13 064 ტონა (2018 წ. – 5.5 მლნ დოლარი, 13 514 ტონა)
5. ბრაზილია - 5.0 მლნ დოლარი, 14 067 ტონა (2018 წ. – 21.3 მლნ დოლარი, 69 400 ტონა);
6. უკრაინა - 4.3 მლნ დოლარი, 10 648 ტონა (2018 წ. - 4.5 მლნ დოლარი, 11 040 ტონა);
7. ბელგია - 2.4 მლნ დოლარი, 5 977 ტონა (2018 წ. – 2.8 მლნ დოლარი, 7 320 ტონა);
8. ნიდერლანდი - 1.3 მლნ დოლარი, 3 312 ტონა (2018 წ. – 819.8 ათასი დოლარი, 1 897 ტონა);
9. ბელარუსი - 471.7 ათასი დოლარი, 1 209 ტონა (2018 წ. – 11.6 ათასი დოლარი, 19.5 ტონა);
10. თურქეთი - 71.2 ათასი დოლარი, 119.5 ტონა (2018 წ. – 13.9 ათასი დოლარი, 4.9 ტონა).