ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის ოქტომბერში 44%-ით გაიზარდა და 89,232 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 62,000 მგზავრი).
რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 719,324 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია. (2018 წელი 512,386 მგზავრი).
ცნობისთვის: 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,555,673 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,362,002 მგზავრი).
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ მათი პროგნოზით, თბილისის აეროპორტში ათ თვეში 12%-იანი ზრდის მოლოდინი იყო, ბათუმის აეროპორტში კი - 15 %-იანი ზრდის.
„ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები და მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია, რადგან ამ აეროპორტს რუსული ავიასანქციები ფაქტობრივად არ შეხებია. 2019 წლის 8 ივლისამდე ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით ერთადერთი ავიაკომპანია ,,ურალი“ დაფრინავდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.