მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 - ეკონომიკის 4.5%-5.5%-იანი კლება, 2021 - 4.5%-იანი ზრდა - თიბისი კაპიტალის პროგნოზი

5ebfb48680f42
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.20 19:10
1137
2021 წელს ეკონომიკის 4.5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაში - „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“ არის აღნიშნული.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, საქართველო ეფექტურად აგრძელებს ვირუსის მართვას, რაზეც მეტყველებს ის გარემოებები, რომ გავრცელების ძირითად ეპიცენტრებში შეზღუდვები ეტაპობრივად რბილდება; საქართველოში შეზღუდვების მოხსნა უკვე მიმდინარეობს და ივნის-ივლისში გაგრძელდება. ამასთან, მიმოხილვაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს შიდა ტურიზმი - ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი ივლისიდან დაიწყებს აღდგენას, შესაბამისი, COVID-19-ის წესების დაცვით.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თებერვლიდან აპრილამდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ეტაპობრივად უარესდებოდა, შემდგომ შედარებით დასტაბილურდა.

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, საბაზო სცენარით 2020 წელს საქართველოში მშპ-ის შემცირება 4.5-5.5% ფარგლებში არის მოსალოდნელი, ხოლო მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება და 2021 წელს 4.5% ფარგლებში ზრდაა მოსალოდნელი.

ამასთან, მათივე ანალიზით, 2020 წლის მანძილზე ტურისტული შემოდინებების 65%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდგომ დაიწყებს დაბრუნებას და 2019 წელს დონის დაბრუნებას, დაახლოებით, 1.5 წელი დასჭირდება.