2020 წელს საქართველოდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების რაოდენობა 66.5 ათასით შემცირდა, სექტორის მთლიანმა შემოსავალმა კი $328.7 მილიონით იკლო. შესაბამისად, საქართველოს საექსპორტო საქონელს შორის COVID-19-ის კრიზისმა ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობას მიაყენა.
საქსტატის დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტად - 98%-ით ექსპორტი სომხეთში შემცირდა. 2020 წელს სომხეთში რეექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 850 იყო, როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 59 ათას ავტომობილს აღემატებოდა. სომხური ბაზრიდან ექსპორტის ვარდნა $230 მილიონ დოლარს შეადგენს.
სომხეთის მსგავსად, რეექსპორტის მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა ყაზახეთში, ყირგიზეთში, ასევე UAE-ში. სანაცვლოდ გაიზარდა რეექსპორტი უკრაინაში, ტაჯიკეთსა და თურქეთში.
მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებული შემოსავლების და რეალიზებული ავტომობილების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
1 აზერბაიჯანი - $226,384,780 ღირებულების 23,348 ავტომობილი; კლება თანხობრივად -13%, კლება რაოდენობრივად -898;
2 უკრაინა - $81,094,680 ღირებულების 10,336 ავტომობილი; მატება თანხობრივად 1%, კლება რაოდენობრივად -156;
3 არაბთა გაერთიანებული საამიროები - $23,941,840 ღირებულების 401 ავტომობილი; კლება თანხობრივად -47%, კლება რაოდენობრივად -246;
4 ბელგია - $14,266,070 ღირებულების 299 ავტომობილი; კლება თანხობრივად 124%, მატება რაოდენობრივად 166 ;
5 რუსეთი - $10,644,720 ღირებულების 1,906 ავტომობილი; მატება თანხობრივად 32%, მატება რაოდენობრივად 643 ;
6 ყირგიზეთი - $8,208,530 ღირებულების 931 ავტომობილი; კლება თანხობრივად -85%, კლება რაოდენობრივად -6,635 ;
7 ტაჯიკეთი - $6,159,990 ღირებულების 862 ავტომობილი; მატება თანხობრივად 73%, მატება რაოდენობრივად 340;
8 თურქეთი - $5,428,810 ღირებულების 146 ავტომობილი; მატება თანხობრივად 119%, მატება რაოდენობრივად 59;
9 სომხეთი - $4,884,390 ღირებულების 850 ავტომობილი; კლება თანხობრივად -98%, კლება რაოდენობრივად -59,029;
10 ყაზახეთი - $3,961,350 ღირებულების 317 ავტომობილი; კლება თანხობრივად -69%, კლება რაოდენობრივად -924;
2020 წელს მსუბუქმა ავტომობილებმა საქართველოს საექსპორტო საქონელში მეორე ადგილი დაიკავა. 2019 წელს ის პირველ ადგილს იკავებდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?