მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ევროპაში TurkStream-ით 5.8 მლრდ კუბური მეტრი რუსული გაზი ტრანსპორტირდა

5ff2e18f3051b
თამთა ჯიჯავაძე
04.01.21 14:00
1144
2020 წელს გაზსადენ TurkStream-ის საშუალებით, თურქეთის გავლით ევროპაში 5.8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის რუსული გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

აღნიშნული გაზსადენი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის დასაწყისში გახსნეს. გასული წლის იანვრის შემდეგ რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა ბულგარეთს, საბერძნეთს, მაკედონიასა და რუმინეთს.

TurkStream-ი 930 კმ სიგრძის გაზსადენს მოიცავს, რომელიც რუსეთს თურქეთთან შავი ზღვით აკავშირებს, შემდეგ კი იყოფა ორ სახმელეთო გაზსადენად, რომელთა სიგრძე 142 და 70 კილომეტრია.

გაზსადენის გამტარუნარიანობა 31.5 მლრდ კუბური მეტრია.