მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ქართულ ენერგეტიკაში FDI 98%-ით შემცირდა

604bd938e2334
თელარა გელანტია
13.03.21 13:00
881
2020 წელს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სულ 6 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 98%-ით ნაკლებია.

როგორც bm.ge-ის საქსტატში განუცხადეს, შარშან ენერგეტიკის დარგში FDI ჩაიდო თურქეთიდან ($16.6 მლნ), ნიდერლანდებიდან ($16 მლნ), იაპონიიდან ($15 მლნ), მარშალის კუნძულებიდან ($8.2 მლნ) და ლუქსემბურგიდან ($5 მლნ); თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დანარჩენი ქვეყნებიდან FDI 55 მლნ დოლარით შემცირდა ანუ სავარაუდოდ, კაპიტალზე საკუთრების ცვლილება განხორციელდა, ჯამურად, ქვეყანამ მხოლოდ $6 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია მიიღო.

რაც შეეხება TOP-ინვესტორების სტატისტიკას, bm.ge-ის საქსტატში განუმარტეს, რომ ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორის საწარმოების შესახებ, სადაც 2020 წელს განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის თანახმად (ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა) და გაცემას არ ექვემდებარება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ენერგეტიკაში (2012-2020)

2012 – $179
2013 – $246
2014 – $190
2015 – $123
2016 – $145
2017 – $278
2018 – $122
2019 – $262
2020 - $6.

ცნობისთვის: 2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში.