მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველო-ურუგვაის სავაჭრო ბრუნვამ $4.2 მლნ შეადგინა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

6120b8fe8dda7
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.21 12:23
3270
ხელისუფლების წარმომადგენლები, გუშინ, საქართველოში ვიზიტად მყოფ ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდნენ.

ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცადა, რომ ურუგვაი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არის. „ვფიქრობ, ეს იქნება ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს შორის“, - თქვა მან.

BM.GE დაინტერესდა - როგორია ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო კავშირები და რა საქონლით ვვაჭრობთ ურუგვაისთან.

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველო-ურუგვაის სავაჭრო ბრუნვა არც ისე დიდია და მისი მოცულობა გასულ, პანდემიურ წელს, 2019 წელთან შედარებით 222.2%-ით გაიზარდა და 4.2 მლნ დოლარი შედგინა. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი სულ 622.1 ათას დოლარს შეადგენდა, ხოლო იმპორტი - 3.5 მლნ დოლარი იყო.

2020 წელს საქართველომ ურუგვაიში ექსპორტზე მხოლოდ 2 პროდუქტი გაიტანა - 567.6 ათასი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები და 54.5 ათასი დოლარის ეთილენის პოლიმერები.

რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანამ ურუგვაიში ძირითადად რძის პასტები, ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები შეიძინა. 925 ტონა პროდუქტის ღირებულებამ 3.4 მლნ დოლარი შეადგინა. ურუგვაიდან საქართველომ გასულ წელს ასევე 89.4 ათასი დოლარის ღირებულების 22.3 ტონა გაყინული თევზი და 41.1 ათასი დოლარის ღირებულების 3 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შეიძინა.