მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო - ჰონგ-კონგს შორის სავაჭრო ბრუნვა $161 მლნ-მდე იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

63e63874bcf97
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.23 09:30
1025
საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონთან ჰონგ-კონგთან სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 160 მილიონ 864 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ქვეყნებს შორის ვაჭრობა 3.6%-ით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო - ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა. მას შემდეგ მხარეთა შორის ექსპორტ-იმპორტი პანდემიურ პერიოდში შემცირდა, 2021 წელს კი 167 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, თითქმის 161 მლნ-იან ბრუნვაში ექსპორტის წილი მცირეა და გასულ წელს ქვეყანამ ჰონგ-კონგში საქონლის რეალიზებით მხოლოდ 7.6 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ექსპორტს 61.8%-ით აღემატება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

TOP-10 ექსპორტირებული პროდუქტი:

1. ელექტრული წყალგამახურებლები - 1.9 მლნ დოლარი, 209 ტონა;
2. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1.7 მლნ დოლარი, 6 ტონა;
3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 524 ათასი დოლარი, 44 ტონა;
4. მანქანები ელექტრომექანიკური საყოფაცხოვრებო ჩადგმული ელექტროძრავებით - 421 ათასი დოლარი, 31 ტონა;
5. მტვერსასრუტები - 413 ათასი დოლარი, 18 ტონა;
6. ნარჩენები და სპილენძის ჯართი - 405 ათასი დოლარი, 69 ტონა;
7. ცხოველების ნაწლავები, ბუშტები და კუჭები - 343 ათასი დოლარი, 53 ტონა;
8. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 261 ათასი დოლარი, 1 ტონა;
9. სამარჯვები ორთოპედიული - 258 ათასი დოლარი;
10. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 202 ათასი დოლარი.

იმპორტის წილი ჰონგ-კონგთან ვაჭრობაში დიდია და გასულ წელს ქვეყნიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 153.2 მლნ დოლარი გავიდა. იმპორტი 2021 წელთან შედარებით 5.5%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში მთავარი საიმპორტო საქონელი, რომელიც იმპორტის მესამედს შეადგენდა გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები იყო.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 52 მლნ დოლარი, 151 ტონა;
2. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის - 31.9 მლნ დოლარი, 142 ტონა;
3. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 10.1 მლნ დოლარი, 14 ტონა;
4. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 4.3 მლნ დოლარი, 173 ტონა;
5. ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 3,2 მლნ დოლარი, 64 ტონა;
6. სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული ზომის და ანალოგიური მოდელები; თავსატეხები - 2.4 მლნ დოლარი, 297 ტონა;
7. ტრანსფორმატორები ელექტრული - 2.3 მლნ დოლარი, 47 ტონა;
8. საათები მაჯის, ჯიბის და სხვა, განკუთვნილი ზედ ან თან სატარებლად - 2 მლნ დოლარი, 10 ტონა;
9. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 1.9 მლნ დოლარი, 280 ტონა;
10. მტვერსასრუტები - 1.8 მლნ დოლარი, 47 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები