მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 8.5%-მდე გაიზრდება - IMF

5e96b22867d9c
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.20 11:38
905
2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის 8.5%-მდე გაზრდას პროგნოზირებს, ამის შესახებ ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებაში არის ნათქვამი.

"ფისკალური დეფიციტი მოსალოდნელია, რომ დროებით, 8.5%-მდე გაფართოვდება, რაც 2020 წელს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას და ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გაზრდილ ხარჯებს უკავშირდება. საქართველოს მთავრობა ასევე მოახდენს სპეციალური დაფინანსების მობილიზებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რათა ამ დეფიციტის დაფინანსება მოახდინოს", - აღნიშნავს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი. 

IMF-მა საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მიღწეული შეთანხმების შესახებ დღეს განცხადება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროდუქტიული დიალოგის შედეგად, ფონდმა ქვეყნისთვის დაახლოებით $450 მილიონის დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, საიდანაც $200 მილიონი დოლარი უშუალოდ საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება იქნება. 

"COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკი 2020-21 წლებში საქართველოში სავალუტო შემოდინებების ნაკადებს დაახლოებით $1.6 მილიარდი დოლარით შეამცირებს, ამ თანხას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა დონორები დავაფინანსებთ", - ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს-ვერა მარტინი. 

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო თანხის გადმორიცხვაზე გადაწყვეტილებას მაისის დასაწყისში მიიღებს.