მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, წლის ბოლომდე უნდა შევძლოთ IMF-ის პროგრამის მიმოხილვის გაგრძელება" - მინისტრის მოადგილე

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, IMF-ის პროგრამის მიმოხილვა დროებით შეჩერებულია. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ მისი გაგრძელება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტში "ევროოპტიმისტებთან" შეხვედრისას განაცხადა. 

„მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის მიმოხილვა არის შეჩერებული, ფისკალურ ნაწილში მივყვებით პროგრამის პრინციპებს, რაც გვაქვს შეთანხმებული, მათ შორის დეფიციტის, ვალის და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც გაწერილია. სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის არ არის კარგი და დამაზიანებელია. ამიტომ ვფიქრობ, წლის ბოლომდე უნდა შევძლოთ პროგრამის მიმოხილვის გაგრძელება. მიმოხილვის შეჩერება ეროვნული ბანკთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. ტექნიკური მისია აქ არის და რა თქმა უნდა ტექნიკური მისიები არ შეჩერებულა და ნოემბრის ბოლოს გვექნება მათი მოსაზრება, თუ როგორი ცვლილებებია განსახორციელებელი, ეროვნული ბანკის საბჭოში იმისათვის, რომ საბჭოს ფუნქცია მეტად გაიზარდოს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

კითხვაზე - სავალუტო ფონდს აქვს თუ არა შეკითხვები სებ-ის დამოუკიდებლობის ხარისხთან, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ „არა მხოლოდ. არ არის დამოუკიდებლობა მხოლოდ, აქ არის უშუალოდ ეროვნული ბანკის ბორდის მოწყობა და რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ბორდს. ამაზე ტექნიკური მისია უკვე 6 თვეა მუშაობს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები