მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში განბაჟებული მანქანების 30% ჰიბრიდული ავტომობილები იყო

6058b6e2e3810
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.21 19:42
1541

2020 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 67 ათასი ავტომობილის განბაჟება მოხდა. Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ ავტომობილების 29.7% ჰიბრიდული იყო. საქართველოს ავტოპარკში უკანასკნელი წლების განმავლობაში სწორედ ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა იზრდება ყველაზე მაღალი ტემპით. მეტიც, 2019 წელს მათზე განბაჟებული ავტომობილების 34%-იანი წილი მოდიოდა. შესაბამისად, გასულ წელს ქვეყნის გზებს 19.9 ათასი ჰიბრიდული ავტომობილი შეემატა. ასევე 34.1 ათასით იმატა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების რიცხვმა, დიზელის ავტომობილების რაოდენობა კი 11.4 ათასით გაიზარდა.



Galt & Taggart-ის კვლევიდან ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოში განბაჟებული ავტომობილების რიცხვი წლიურად 9.1%-ით 67 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მთავარ მიზეზს არა ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა, არამედ დილერების მიერ უცხოეთში გასაყიდად გამზადებული ავტომობილების ნაწილის რე-ექსპორტზე უარის თქმა და ადგილობრივად განბაჟება იყო.

2020 წელს ავტომობილების რე-ექსპორტის სექტორის შემოსავალი თითქმის განახევრდა და $404 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც პანდემიურ კრიზისთან ერთად, სომხეთში საბაჟო მოსაკრებლების ზრდას უკავშირდებოდა.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2021 წელს მოსალოდნელია ავტომობილების რე-ექსპორტის გამოცოცხლება, რეგიონში ეკონიმიკური გაჯანსაღებისა და წინა წლის დაბალი ბაზის გათვალისწინებით.

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2020 წელს საქართველოში ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობის, ასევე ავტოსერვისის ბიზნესის მთლიანი ზომა 3.8 მლრდ ლარი იყო. "სექტორში მაღალია არაფორმალური აქტივობის წილი, რადგან ბევრი ფიზიკური პირი ვაჭრობს ავტომობილებით და მეორადი ავტონაწილების ბაზრობები ფართოდ გავრცელებულია. "გალტ & თაგარტის" შეფასებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფორმალური სექტორი ბაზრის ზომის მხოლოდ 70%-ს მოიცავს.