მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის II კვარტალში ტელევიზიებმა 12.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს - რეიტინგი

5f439a0d4b220
ინგა მურუსიძე
24.08.20 14:40
1687
2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

მათივე ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლებმა 12.2 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავლები მიიღეს, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2020 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

„ტელეიმედი“ - 5.4 მილიონი ლარი
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – 2.1 მილიონი ლარი
„მთავარი არხი“ - 1.3 მილიონი ლარი
ტელეკომპანია „პირველი“ - 0.8 მილიონი ლარი
„ჯი-დი-ეს თივი“ - 0.5 მილიონი ლარი
„პოსტვ“ - 0.4 მილიონი ლარი
„ფორმულა“ - 0.3 მილიონი ლარი
„რ.ბ.ჯ.“ – 0.2 მილიონი ლარი
„სეტანტა ჯორჯია“ – 0.1 მილიონი ლარი
„სტუდია მაესტრო“ - 0.1 მილიონი ლარი
სხვა - 0.9 მილიონი ლარი.

კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანსებს და წლის ჭრილში, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.

ცნობისთვის: 2019 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 20 მლნ ლარი იყო.