მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელი ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება – IMF

605ee9b773042
BM.GE
27.03.21 12:33
961
მიგვაჩნია, რომ 2021 წელი ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება – ამის შესახებ აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. მერსედეს ვერა მარტინმა მისი საქმიანობა საქართველოში გადაცემა Forbes Talks–თან და “Forbes კვირასთან” შეაჯამა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.

მისი განმარტებით, 2021 არ შეიძლება ჩაითვალოს “გარდამავალ წლად”, რადგან სწორედ წელს ეკონომიკა გაიზრდება.

“ეკონომიკა გაიზრდება. ამის ერთი მიზეზი ისიცაა, რომ პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად დიდი იყო. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ წელს ეკონომიკა დაიწყებს აღდგენას, ვაქცინაციის კამპანიებიც იწყება - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში.

ჩვენი მოლოდინია, რომ ზრდა დადებითი იქნება. ამდენად, ჩვენ ვთვლით, რომ ეკონომიკა გაჯანსაღებას დაიწყებს. აქვე ვიტყვი, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 2019 წლის დონესაც ვერ მიაღწევს - ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასე სხვა ბევრი ქვეყნის შემთხვევაშიც. მაგალითად, ჩვენი ტურიზმის სექტორის აღდგენას 2019 წლის დონემდე არ ვპროგნოზირებთ 2022-2023 წლამდე - თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორში თანმიმდევრულ გაუმჯობესებას მივაღწევთ. ამდენად, ეკონომიკას დასჭირდება გარკვეული დრო, რომ ზრდის 2019 წლამდელ ნიშნულს და ტემპს დაუბრუნდეს. მაგრამ ეკონომიკის აღდგენას უკვე ამ წელს ვხედავთ"– აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.